აშშ საკუთარ მოქალაქეებს ყირიმის მოვლენების გამო აფრთხილებს

  ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ყირიმის მოვლენების გამო აფრთხილებს და ურჩევს რუსეთში გამგზავრებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთში ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არის, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ყირიმის მოვლენების გამო ქვეყანაში გაძლიერდეს ქუჩის დემონსტრაციები და ანტიამერიკული აქციები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს, ხალხის მასას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
მოქალაქეების გაფრთხილების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალაში მიმდინარე წლის 13 ივნისამდე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები