მერის მოადგილის დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მერის მოადგილე უწყებაში შ.პ.ს. „სინათლის ქალაქის“ საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იკითხებოდა.
„კითხვები იყო ძირითადად შ.პ.ს. „სინათლის ქალაქში“ არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებით. ძირითადი კითხვები გამოძიებისგან დაისვა რატომ შეიქმნა ეს სამეთვალყურეო საბჭო, ვინ იყვნენ ამ საბჭოში დასაქმებულები, ყველა დასმულ კითხვაზე გაეცა პასუხები“, – განაცხადა კონდახიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები