კახეთის რეგიონში 5 300 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავებულია

 

12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5 300 ტონაზე მეტი ყურძენი, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე გადამუშავდა ყურძნის სხვადასხვა ჯიში. მათ შორის 1100 ტონაზე მეტი რქაწითელი, 1500 ტონაზე მეტი საფერავი, 328 ტონა კახური მწვანე და 2400 ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია.

მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც დღეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს.

ეტაპობრივად რთველში კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება და პარალელურ რეჟიმში ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი სხვა საწარმოებიც დაიწყებენ.

ამ დროისთვის რთვლის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.

რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ვებგვერდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები