პროკურატურა ადვოკატ რომეო საჯაიასაც დაკითხავს

  ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია პროკურატურაში ორშაბათს დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თემურ დოლიძის განცხადებით, რომეო საჯაია პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხება. მისივე თქმით, რომეო საჯაიას დაკითხვა ადვოკატობის საქმიანობას არ ეხება.
„რომეო საჯაია პროკურატურაში ორშაბათს არის გამოძახებული. გამოძიების კითხვები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მისი პროკურორად მუშაობის პერიოდს შეეხება“, – განაცხადა თემურ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები