მალაიზიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

მალაიზიის დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს -პრესი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, გემის ბორტზე 70-დან 100-მდე ინდონეზიელი მიგრანტი იმყოფებოდა. კონტროლის სააგენტოს ცნობით, მალაიზიის ზღვის სივრცეში ადგილობრივმა მეთევზეებმა 13 ადამიანი გადაარჩინეს. კატასტროფის ადგილზე მაშველები გაემგზავრნენ. ოპერაციაში 12 გემი და თვითმფრინავი მონაწილეობს, მიგრანტების გადარჩენას 200 მაშველი ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები