ფლორიდაში სამეფო კობრა დაიკარგა

ფლორიდაში სამეფო კობრას ეძებენ, რომელიც ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთი სახლიდან გაუჩინარდა. ფლორიდის შტატის ველური ცხოველების კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, გველის სიგრძე 2 მეტრს და 50 სანტიმეტრს შეადგენს.
FoxNews-ის ინფორმაციით, შხამიანი გველი ოთხშაბათს დაიკარგა და ამის შესახებ შესაბამის უწყებებს მისმა პატრონმა შეატყობინა. ამავე ცნობების მიხედვით, გველის პატრონს სახლში მისი ყოლის უფლება ჰქონდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, გველის დანახვის შემთხვევაში მას არ მიუახლოვდნენ და მაშინვე დარეკონ „ცხელ ხაზზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები