სომხეთში საშტაბო წვრთნები „მოლნია-2015“ იმართება

სომხეთში 3-6 სექტემბერს სტრატეგიული საშტაბო წვრთნები „მოლნია-2015“ იმართება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. წვრთნებს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი უხელმძღვანელებს.
წინა დღეს თავდაცვის სამინისტრომ საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ წვრთნები გეგმურია და ის სომხეთის ჯარის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად ტარდება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „სომხეთის გარშემო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე და წვრთნების სცენარი დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად არის მიახლოებული“.
წვრთნების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო სწავლების ფარგლებში ხუთშაბათს სომხეთის მთავრობის დახურული სხდომა გაიმართება, რომელზეც ჟურნალისტები არ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები