„თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში“

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დედაქალაქში ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფო გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც რეგიონებთან მიმართებაში გაატარა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ამის რესურსი, ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ყველა მოქალაქის მიმართ ერთი და იგივე პოლიტიკა უნდა იყოს.
“რა მსჯელობებშიც მე მივიღე მონაწილეობა, ამ მსჯელობების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ, გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში. მე ღრმად მწამს, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ ერთი და იგივე პოლიტიკა უნდა გვქონდეს “,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები