კიევში, „მემარჯვენე სექტორის“ ოფისში ხელყუმბარა შეაგდეს

კიევში „მემარჯვენე სექტორის“ ოფისში აფეთქება მოხდა. დაუდგენელმა პირებმა შენობაში ხელყუმბარა შეაგდეს. ამის შესახებ ტელეარხი „112 უკრაინა“ იუწყება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ღამის ოთხის ნახევარზე მოხდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პოლიციის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთში ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები