გლდანში 43 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

„კვირას“ ინფორმაციით, გლდანში 43 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში სააბაზანოში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცს ფინანსური პრობლემები და ბანკის ვალები ჰქონდა. ის თვითმკვლელობამდე თბილისში ერთ-ერთ კერძო სტრუქტურაში მუშაობდა.
„კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები