კიევის მერიამ სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა

კიევის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის და კვამლის გამო მათ სკოლებს სწავლის შეჩერების რეკომენდაციით მიმართეს, ხოლო ავტომოყვარულებს – შესაძლებლობის მიხედვით მანქანებით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. „კიევის მახლობლად ხანძრის შედეგად ქალაქში კვამლი გაჩნდა. ამის და ძლიერი სიცხის გამო ტექნოგენურ-ეკოლოგიური მდგომარეობის კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება დედაქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, კიევის ხელისუფლება ოპერატიულ ზომებს იღებს, რათა ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, უკრაინის დედაქალაქში სატვირთო ავტომობილების შესვლა შეიზღუდება. ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, ავტომობილებით გადაადგილებისგანაც თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები