საუდის არაბეთი და არაბეთის საემიროები იემენში შეიჭრნენ

საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიარაღებული ძალები იემენის ტერიტორიაზე შევიდნენ და იქ ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებენ. ამის შესახებ იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად იასინმა განაცხადა. „იემენში ბრძოლა გრძელდება, ქვეყნის შეიარაღებული ძალები, საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ძალებთან ერთად, წინ მიიწევენ. ძალზე მალე ჩვენ ახალ დღესასწაულს აღვნიშნავთ – ხუსიტებისგან იემენის გათავისუფლების დღეს“, – განაცხადა მან. იასინის თქმით, ამჟამად ხუსიტები იემენის ტერიტორიის მხოლოდ 15%-ს აკონტროლებენ. მინისტრმა მათთან რაიმე დიალოგის შესაძლებლობა გამორიცხა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იემენის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ფრონტი გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები