ესტონეთის პრეზიდენტს ტკიპის ბორელიოზი დაუდგინდა

ესტონეთის პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვესს ექიმებმა ტკიპის ბორელიოზი დაუდგინეს. ესტონური მედიის ცნობით, ტკიპამ ესტონეთის ლიდერს, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში უკბინა, როდესაც ილვესი ტყეში სოკოს აგროვებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა დიაგნოზი დასვეს – „ლაიმის დაავადება“. პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, ილვესი საკუთარ უფლებამოსილებას განაგრძობს და პარალელურად ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს გადის.
2011 წელს ანალოგიური დაავადება ილვესის ყოფილ მეუღლეს – ეველინ ილვესს დაუდგინეს. ამ დაავადების გამო ის იძულებული იყო ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები