ვლადიმერ პუტინი დსთ-ს სივრცეში დოლარზე უარის თქმის ინიციატივით გამოდის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც დსთ-ს სივრცეში დოლარზე უარს ითვალისწინებს. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ანგარიშსწორების დროს დოლარზე და ევროზე უარის თქმას ითვალისწინებს.
„ეს შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა რეზიდენტი ბანკების პირდაპირ დაშვებას ერთმანეთის სავალუტო ბაზრებზე ბანკთაშორისი კონვერციული ოპერაციების საწარმოებლად ისეთივე პირობებზე, როგორშიც ნაციონალური კომერციული ბანკები მუშაობენ“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
რუსეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის დროს ნაციონალური ვალუტის გამოყენებას, რაც მისი ბაზრის ლიკვიდურობას გაზრდის.
დსთ-ს სხვა ქვეყნების ლიდერების რეაქცია ამ ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები