ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრესსამსახურს ფოტომოდელი უხელმძღვანელებს

28 წლის ფოტომოდელი ანა პენჩევა ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრესსამსახურს უხელმძღვანელებს. მანამდე ის სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და მამაკაცების ჟურნალ „მაქსიმისთვის“ საკმაოდ პიკანტური ფოტოები აქვს გადაღებული.
„ოფიციალურად გატყობინებთ, რომ ანა პენჩევა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს და ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს ვებგვერდს აკონტროლებს“, – ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პენჩევა ამ თანამდებობაზე მხოლოდ დროებით იმუშავებს, რადგანაც მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები