მოსკოვში პუტინისა და ღმერთის კავშირზე საჯარო ლექცია გაიმართება

პუტინის საღვთო ბუნებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ღვთის ნების“ აქტივისტი, „მეტაფიზიკური პუტინიზმის დარგში“ ექსპერტი დიმიტრი ენტეო საჯაროდ განიხილავს. ამის შესახებ რუსული პორტალი Оm1 იუწყება.
ლექციაზე მისული პირები შეიტყობენ, გახდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ღმერთი, შეიძენს თუ არა მაცხოვრის თვისებებს, თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ნება უფლის ნებას დაუკავშირდება და თავის საქმეში განსაკუთრებულ სიკეთეს მიაღწევს.
ლექციაზე დაისმება კითხვებიც: რამდენად შორს წავა რუსი ერის ლიდერი საღმრთო საქმეების შესწავლაში?  არის თუ არა პუტინი თავისი ბუნებით ღმერთი, თუ ღვთაებად თავისი სიკეთის გამო გადაიქცევა? შეიძლება თუ არა პუტინის, როგორც ღმერთის მიმართ თაყვანისცემა?
ამ ლექციის შემდეგ შედგება „მრგვალი მაგიდა“ რუსეთის სულიერი ძლიერების საკითხში ვლადიმერ პუტინის როლის შესახებ, სადაც ყველა შეძლებს საკუთრი აზრის გამოხატვას. ღონისძიების შემდეგ, ორგანიზატორების თქმით, ნებისმიერ მსურველს ლექტორთან სურათის გადაღების და სამახსოვრო საჩუქრების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები