„თალიბანის“ ოთხმა წევრმა 14 თანამებრძოლი მოკლა

ავღანეთში ოთხმა თალიბმა 14 თანამებრძოლი მოკლა და ამის შემდეგ ავღანეთის სამთავრობო ძალებს ჩაბარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი კუნდუზის პროვინციაში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ოთხი თალიბი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ იმ შენობას დაესხა თავს, სადაც მათი თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.
„თალიბანის“ წებრების ასეთი მოქმედების მიზეზები უცნობია, მათი ვინაობა არ სახელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადრე ასეთი ფაქტები არ დაფიქსირებულა. ბოლო დროს კუნდუზის პროვინციაში „თალიბანის“ წევრები გააქტიურდნენ. აგვისტოს დასაწყისში მათ მიერ მოწყობილ ტერაქტში 30 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები