იემენში წითელი ჯვრის კომიტეტის ორი თანამშრომელი მოკლეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორი თანამშრომელი იემენში, ამრანის პროვინციაში მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები იმ დროს დახოცეს, როდესაც ისინი იემენის დედაქლაქ სანაში ავტომობილით ბრუნდებოდნენ. აგვისტოს ბოლოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მუშაობა შეწყვიტა იემენის სიდიდით მეორე ქალაქ ადენში. მისიიდან ავტომანქანა, ფული და ტექნიკა გაიტაცეს. იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე ერთ წელზე მეტია გრძელდება. ამ პერიოდში იემენში 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ნახევარზე მეტი – მშვიდობიანი მოსახლეობაა. 1,4 მილიონი ადამიანი იძულებული იყო, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები