თურქეთში ერთ-ერთი მედიაჰოლდინგის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია განახორციელეს
თურქეთში სამართალდამცველებმა თავისუფალი მედიის ერთ – ერთი ძლიერი მედიაჯგუფის, „იფეკ ჰოლდინგის“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია განხორციელეს.
მედიაჯგუფი „იფეკ ჰოლდინგი“ ოთხ გაზეთს, ორ ტელევიზიას და ჟურნალებს აერთიანებს.
სპეცოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჰოლდინგის ყოველდღიურმა გავლენიანმა გაზეთმა „ბუგუნმა “ (Bugün) შესაბამის ფოტოებთან ერთად სენსაციური მასალა გაავრცელა სათაურით: „აკჩაკალეს გამშვებ პუნქტზე (თურქეთი-სირიას საზღვარი) ისისი-სათვის იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანის ფაქტი დოკუმენტურად დამტკიცდა“.
„იფეკ ჰოლდინგის“ მედიასაშუალებები ერდოღანისა და მისი მთავრობის ქმედებებს ხშირად აკრიტიკებდნენ. მედიის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ადგილობრივ, ისე დასავლურ მედიაში. სპეცოპერაციის ფაქტი მკაცრად გააკრიტიკეს ჟურნალისტებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა და სამართალდამცველებს სპეცოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. სპეცოპერაციას რეპორტიორები „საზღვრებს გარეშეც“ გამოეხმაურნენ.
„იფეკის ჯგუფის“ გაზეთისა და ტელევიზიების მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა იოჰან ბიჰარმა მკაცრად დაგმო.
“ოპოზიციური მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაუყოვნებლივ დაასრულეთ და საერთაშორისო ვალდებულებებში თავსებად დემოკრატიულ საზღვრებს დაუბრუნდით”,- მოუწოდა მან სამართალდამცველებს.
თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „ჯიჰანის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ევროპის პარლამენტის მწვანეთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა თურქეთის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა: “თურქეთის მთავრობას ძალიან მკაცრად მოვუწოდებ, ოპოზიციური მედიის თავისი ბატონობის ქვეშ აყვანის სტრატეგიას ბოლო მოუღოს”,- აღნიშნა მან.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო ახლოდან დაკვირვებაა საჭირო, – აღნიშნა ჰარმსმა და განაცხადა: “ევროკავშირიდან თურქეთში სპეციალური დელეგაციის გაგზავნას და ამ დელეგაციის მიერ განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მიმართ განვითარებული მოვლენების უფრო ახლოდან დაკვირვებას ვემხრობი”. პრესის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებაა, – აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.
“გაზეთებისა და ტელევიზიიის მიმართ განხორციელებული სპეცოპერაციით “AK პარტიის და პრეზიდენტ ერდოღანის მიზანია ოპოზიციური მედიის გაჩუმება და ახლახან განვითარებული მოვლენებიც ამას გვიჩვენებს”, – ამ სიტყვებით შეაფასა ფაქტი ევროკავშირის კომისიის სპიკერმა მაია კოჩიანჩიჩიმ. მან ქვეყანაში პრესის საქმიანობაში ჩარევასა და პრესის მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით დიარბაქირში წასული და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით დაკავებული 3 უცხოელი (ინგლისელი ჟურნალისტები თურქეთის ქალაქ დიარბაქირში დააკავეს) ჟურნალისტის გამო შეშფოთება გამოხატა.
ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის წევრმა საჟჟად კარიმმა პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთში ფუნდამენტური უფლებების მიმართ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. “თურქეთში ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე მომხდარი თავდასხმებით ჩვენი შეშფოთება ყოველდღიურად მატულობს. გუშინ ბრიტანელი ჟურნალისტები დააკავეს, დღეს “იფეკის ჯგუფის“ მედიის მიმართ პოლიციამ სპეცოპერაცია მოაწყო”,- განაცხადა მან.