„ქურთთა მუშათა პარტიასთან“ შეტაკებაში თურქი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაიღუპა და კიდევ ორმა ჭრილობა მიიღო პროვინცია ჰაკარიში „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებთან“ მომხდარი შეტაკების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეაიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„2 სქტემბერს ქურთთა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ცერცლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს სამხედროებს, რომლებიც გზაზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ერთი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა, დაჭრილები ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
შეტაკების რაიონში F-16-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი გააგზავნეს, რომლებმაც „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბეს. ოპერაციაში ასევე ვერტმფრენები და უპილოტო აპარატებიც მონაწილეობდნენ. ბოლო დროს თურქეთის სხვადასხვა რაიონში „ქურთთა მუშათა პარტიასა“ და სამხედროებს შორის შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები