ჩინეთი იაპონიაზე გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმისთვის ემზადება

ჩინეთი იაპონიაზე გამარჯვების აღსანიშნავი გრანდიოზული აღლუმისთვის ემზადება, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ნიშნავდა. 3 სექტემბრისთვის მასშტაბური ზეიმი იგეგმება, რომელშიც 500 ერთეული მძიმე ტექნიკა და 200 ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას.
ამ ღონისძიებას უკვე უწოდეს ჩინეთის არმიის მიერ ძალის დემონსტრირება იმ პერიოდში, როდესაც პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოთქვამდა.
აღლუმში 12 ათასამდე ჩინელი სამხედრო, ასევე ჩინეთის არმიისა და კომუნისტური პარტიის ვეტერანები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თავის დროზე იაპონიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ამჟამად 90 წლისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები