ერაყელმა “ბოევიკებმა” თურქეთის 18 მოქალაქე გაიტაცეს

ერაყში “ბოევიკებმა” თურქეთის 18 მოქალაქე გაიტაცეს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, თურქეთის მოქალაქეები ბაღდადში სტადიონის მშენებლობაზე მუშაობდნენ.
მათივე ცნობით, სამხედროფორმიანმა შეირაღებულმა პირებმა გამთენიისას ოფისის კარი შეამტვრიეს და თურქეთის მოქალაქეები გაიტაცეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ინციდენტის შესახებ ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთის საელჩო საქმის კურსში ჩააყენეს. სამართალდამცველები ვერ აკონკრეტებენ, თუ რა მოტივით მოხდა თურქეთის მოქალაქეების გატაცება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები