„ისლამურმა სახელმწიფომ“ ოთხი ერაყელი ცოცხლად დაწვა – ფოტოკოლაჟი
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ოთხი ადამიანი, სავარაუდოდ, შიიტი ერაყელები ცოცხლად დაწვა. ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანან ჯიჰადისტების მიერ დასაწვავად გამზადებული, ფეხებით და ხელებით ჩამოკიდებული ადამიანები.
ამ ადამიანების სიკვდილით დასჯის მიზეზი უცნობია. “ისლამური სახელმწიფო“ მსგავს ფოტოებს და ვიდეოებს რეგულარულად აქვეყნებს. „ისლამური სახელმწიფო“ – ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელსაც სირიის და ერაყის ტერიტორიის ნაწილი აქვთ დაკავებული. დაპყრობილ ტერიტორიაზე ჯიჰადისტები პრაქტიკულად ყოველდღე ადამიანებს სიკვდილით სჯიან.