აშშ რუსული კომპანიების მიმართ სანქციების შემოღებას აპირებს

აშშ-ს ხელისუფლება რუსეთის რამდენიმე კომპანიის მიმართ სანქციების დაწესებას აპირებს  – ირანის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის მიმართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით კანონის დარღვევის გამო.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, კომპანიები, რომელთა მიმართ სანქციები იმოქმედებს, არის: კორპორაცია „მიგ“-ი, „როსობორონექსპორტი“, კომპანია „კატოდია“. აშშ-ს „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, არაბეთის საემიროების, სირიის, სუდანის, ირანის და თურქეთის კომპანიები.
აშშ-ს ფედერალური მთავრობის სტრუქტურებს ეკრძალებათ სიაში შემავალ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება და სავაჭრო ოპერაციებზე მათთვის საექსპორტო ლიცენზიების მინიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები