მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 2 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლისთავი აღინიშნება. 1945 წელს ამერიკული სახაზო გემის „მისურის“ ბორტზე ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს, რითაც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დასრულდა.
წლების შემდეგ ამ ომში დაღუპულთა რიცხვი დაითვალეს – 46 მილიონ 733 ათასი ადამიანი შეადგინა. მათი უმრავლესობა სამხედრო პირია, თუმცა დაღუპულთა შორის ბევრი მშვიდობიანი მოსახლეც იყო. ესენი საკონცენტრაციო ბანაკებში დახვრეტილი, გაზით გაგუდული და ცოცხლად დამწვარი ადამიანები არიან. მრავალი შიმშილით და სიცივით გარდაიცვალა, როგორც, მაგალითად, ლენინგრადის ბლოკადის დროს, სადაც დაღუპულთა რიცხვი, სხვადასხვა მონაცემით, 2 მილიონი იყო. თუმცა დღესაც კი ომის შედეგები ბოლომდე არ აღმოფხვრილა. ასე, მაგალითად, რუსეთსა და იაპონიას შორის დღემდე არ არის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება და ეს ორი ქვეყანა ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები