მეცნიერებმა გიგანტური მორიელის ნაშთი აღმოაჩინეს
ამერიკელმა მეცნიერებმა აიოვის შტატში ზღვის გიგანტური მორიელის ნაშთი აღმოაჩინეს. ამის მიხედვით მორიელის ზომის დადგენა გახდა შესაძლებელი – ის თითქმის ადამიანის ზომებს – 150-170 სანტიმეტრს აღწევდა.
კვლევის ავტორმა ჯეიმს ლამსდელმა უძველესი ობობოასნაირი მტაცებლის 150-დე ფრაგმენტი აღმოაჩინა, რომელიც დედამიწაზე 465 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ზრდასრული მორიელის გარდა, მეცნიერებმა ასევე პატარა მორიელების ნაშთები აღმოაჩინეს, რომელთა სიგრძე 10-15 სანტიმეტრს შეადგენს.
მეცნიერების ვარაუდით, Pentecopterus-ი ეკუთვნის კიბორჩხალა-მორიელების გადაშენებულ სახეობას, ანუ ზღვის მორიელებს. ეს სახეობა ერთ-ერთი უძველესია, რომელიც მეცნიერებს ოდესღაც აღმოუჩენიათ.