ირაკლი კობახიძე: ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები გვქონდა, ისინი პარტიულ საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ
ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები გვქონდა, ისინი პარტიულ საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ, -ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“ცნობად სახეებს ინტელექტკლუბშიც ეძებდით, ფავორიტად გიორგი მოსიძე სახელდებოდა“, – აღნიშნავს ჟურნალისტი ინტერვიუში, საპასუხოდ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდათ და ისინი პარტიულ საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ.
“ინტელექტკლუბის წევრებთან კონსულტაციები გვქონდა, ისინი პარტიულ საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ. თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება, საამისოდ, ორმხრივი თანხმობა არსებობს. რაც შეეხება ლიდერს, პარტიის იერარქია კარგად არის ცნობილი – ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილია და ჩვენი პოლიტიკური ძალა მისი ხელმძღვანელობით აგრძელებს საქმიანობას. ამ გუნდით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. პარტიის ძირითად ბირთვში დარჩებიან ის ლიდერებიც, რომლებიც “ქართულ ოცნებას” 2011 წლიდან მოჰყვებიან“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.