მეცნიერებმა ნაყინის დნობის შენელება ისწავლეს
შოტლანდიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნაყინის სწრაფი დნობის პრობლემის გადაჭრა შეძლეს. მათ ცილის გამოყოფა მოახერხეს, რომელიც ცივ დესერტს სწრაფი დნობის საშუალებას არ აძლევს.
როგორც შოტლანდიური მედია იუწყება, ნაყინის დნობის შენელება BsIA-ს ცილას შეუძლია. ის სხვადასხვა პროდუქტში შედის. ეს ცილა ნაყინში ყინულის კრისტალების შექმნას ხელს უშლის. ამის შედეგად პროდუქტი უფრო რბილი ხდება და მისი ერთგვაროვანი შემცველობა უფრო დიდი ხნის მანძილზეა შენარჩუნებული.
ცილა ბაქტერიებისგან იქმნება, რომელიც ადამიანისთვის უვნებელია. ამ ტიპის ნაყინის გამოშვება შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში დაიწყოს.