ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა.
საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში სოსო დანელია იქნება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.