გია ჯაჯანიძე წიგნს გამოსცემს – “მე ვიცი როგორ უნდა იცხოვროთ ლაღად და უტანჯველად”

ტელეწამყვანი, ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე წიგნს გამოსცემს. როგორც ჯაჯანიძე ფესიბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანები ყოველთვის ძველ დროს მისტირიან. მისივე თქმით, ჩვენი წასვლის შემდეგ სახელი კი არ უნდა დავტოვოთ, არამედ ამბავი, რაც თაობებს გამოადგება.

„ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს მარადიულად ვიქნებით. რატომ გვავიწყდება, რასაც ვშოულობთ და მოვიპოვებთ, დროებით გვაქვს. სახელიც წარმავალია, დიდებაც, ქონებაც, ახალგაზრდობაც, სიყვარულიც და სიცოცხლეც

სახელს, რომელსაც ვტოვებთ, ეს მხოლოდ თემაა ადამიანების სასაუბროდ. ჩვენი წასვლის შემდეგ სახელი კი არ უნდა დავტოვოთ, არამედ ამბავი, რაც თაობებს გამოადგება.

დარდი იმედით ინკურნება, იმედი რეალობათ უნდა ვაქციოთ. მტერზე გამარჯვება ომისა და აგრესიის გარეშეც შეიძლება. სიმშვიდეა ის განძი, რომელიც სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს. ჩვენ ყოველთვის ვიტანჯებით სანამ სურვილი შეგვისრულდება, რომ შეგვისრულდება გვავიწყდება.

მერე იწყება ტანჯვა, რომ არ დავკარგოთ რაც მოვიპოვეთ. მერე ის გვტანჯავს, რომ დავკარგეთ. და ისევ თავიდან იწყება ახალი სურვილები ტანჯვით. ისიც გაგვიგონია ,,ადამიანი ტანჯვისთვის გაჩნდა” . ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ იმიტომ, რომ ვიტანჯოთ.

თუ ასე არ არის, აბა გადაავლეთ წარსულს თვალი. ხშირად მივტირით ძველ დროს, თუმცა მაშინაც ვიტანჯებოდით, უბრალოდ დაგვავიწყდა ძველი განცდა. ps: მე ვიცი როგორ უნდა იცხოვროთ ლაღად და უტანჯველად. ყველაფერს იხილავთ ჩემს ახალ წიგნში, რომელიც მალე გამოვა“,-წერს ჯაჯანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები