გარემოს დაცვის სამინიტროში ხანძრის ხელოვნურად გაჩენის პრობლემაზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ქარსაცავ ზოლებში ხანძრების ხელოვნურად გაჩენის პრობლემები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, ბესარიონ აბაშიძე ამ მიმართულებით საკანონმდებლო მექანიზმების შემოღების აუცილებლობასა და ალტერნატიული მეთოდების დანერგვის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები