თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა ოდესაში დაისვენეს

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა ოდესაში დაისვენეს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“თბილისის კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა, ჩვენი ადმინისტრაციის ეგიდითა და ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით აგვისტო ოდესაში გაატარეს. შთაბეჭდილებების გასაზიარებლად მეც მესტუმრნენ რეზიდრენციაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები