დედა საფრანგეთიდან ერთადერთი შვილის გადმოსვენებას ვერ ახერხებს – ემიგრანტს ვერც სახელმწიფო ეხმარება

საფრანგეთში, 23 წლის გუგა ქუმსიკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც გარდაცვლილი ქართველის ოჯახს საფრანგეთის ადგილობრივმა ჟანდარმერიის წარმომადგენელმა გადასცა.

როგორც „კვირას“ გოგა ქუმსიკაშვილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ახალგაზრდა ქართველის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

მისივე თქმით, გუგა ქუმსიკაშვილი, რომელიც საქართველოდან დედასთან 8 თვის წინ ჩავიდა, 26 აგვისტოს დაიღუპა.

„ოთახში მარტო იყო. ნაქირავები ბინა ჰქონდა. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. გული გაუსკდა. ექსპერტიზის პასუხი გუშინ ჟანდარმერიიდან მივიღეთ. გვითხრეს, რომ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და საქმეც შეწყდა. გუგა დედისერთა იყო. დედამისი – ირმა ქუმსიკაშვილი წლების წინ ევროპაში წამოვიდა და საფრანგეთში მუშაობდა. გუგას გარდა ირმას სხვა შვილი არ ჰყავს. ისინი რუსთავში ცხოვრობდნენ. ამჟამად, რუსთავშიც აღარ აქვთ საცხოვრებელი სახლი. ის გაყიდულია. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მივმართეთ, თუმცა უარი გვითხრეს ფინანსურ დახმარებაზე. საფრანგეთში მყოფი ქართველების იმედად ვართ. აქედან საქართველოში გადმოსვენებას დიდი თანხა სჭირდება. ქართველებმა 1600 ევრო უკვე შეგვიგროვეს, კიდევ – 4133 ევრი გვჭირდება. როგორც კი ამ თანხას შევაგროვებთ, გადმოვასვენებთ. თუმცა, ეს როდის იქნება არ ვიცი“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ქუმსიკაშვილების ოჯახის ახლობელი – ზურა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში ზემოთაღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. როგორც “კვირას” უწყებაში განუმარტეს, კანონის შესაბამისად, გოგა ქუმსიკაშვილის ცხედრის გადმოსვენებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან ქუმსიკაშვილები სოციალურად დაუცველის სტატუსით არ სარგებლობენ.

„კვირა“ საკითხის გასარკვევად საფრანგეთში ქართველ სათვისტომოს ხელმძღვანელს ოთარ ზურაბიშვილსაც დაუკავშირდა. თუმცა, მან მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ფაქტია, გარდაცლილის დედა, შვილის გადმოსვენებას საზოგადოებას სთხოვს, რომლის ანგარიშის ნომერს „კვირა“ გთავაზობთ.
giga2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები