ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო რიტუალის დასრულების შემდეგ 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად უკვე ხუთი თვეა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშია ჩართული. ქართული ქვედანაყოფი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.