ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება.
10:25 საათზე, გმირთა მოედანზე, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს.
10:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს შეხვდება.
14:10 საათზე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. ცენტრის გახსნის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები