ტაივანის მოსწავლემ 1,5 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი დააზიანა (ვიდეო)
ტაივანელმა მოსწავლემ შემთხვევით დააზიანა ფერწერული ტილო, რომლის ფასი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოზე ჩანს, რომ 12 წლის მოსწავლემ სამუზეო ექსპონატთან წონასწორობა დაკარგა და მას დაეყრდნო. ამის შედეგად ნახატში ნახვრეტი გაჩნდა. იტალიელი ფერმწერის პაოლო პომპორას ნატურმორტი „ყვავილები“ XVII საუკუნეში შეიქმნა. ტაივანში ნახატი გამოფენაზე ჩაიტანეს.