ქართულმა ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა – ფოტოკოლაჟი
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმურისამხედრო სწავლება გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 43-ე ბატალიონის სამხედროები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში გადიან წვრთნებს. ტაქტიკურ მეცადინეობამდე ქართველ სამხედროებს საბრძოლო წვრთნები ავტომატურ საცეცხლე მომზადებაში ჩაუტარდათ. სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორებში ამერიკული სამხედრო ჯავშანმანქანების გამოყენებით გაიმართა.
სამხედრო სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სისტემატურად ტარდება. მისი მიზანი 43-ე ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის მაღალ დონის შენარჩუნებაა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაშია ჩართული. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.