ნიუ-იორკში 300-მდე დემონსტრანტი პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა – ვიდეო
ნიუ-იორკის ცენტრში 300-მდე დემონსტრანტი გაშიშვლდა. აქციის მონაწილეების პროტესტი ქალაქის მერის ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც „შიშველი პერფორმანსები“ აკრძალა. საპროტესტო მარშში ქალებიც და მამაკაცებიც მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მიმართეს. მათი განცხადებით, ყველას კანონიერი უფლება აქვს სხეულის ზედა ნაწილი გაიშიშვლოს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ღონისძიებაზე ბევრი მამაკაცი მივიდა და სურათებს სიამოვნებით იღებდა. ამ ფოტოებში, ძირითადად, ქალების მკერდები ხვდებოდა.
„მე აქ მკერდების სანახავად მოვედი“, – ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი. თუმცა ასეთ მიდგომას ყველა მამაკაცი არ იზიარებდა: „ამ ქალებს ურჩევნიათ მკერდზე რაიმე მიიფარონ, თუ არ უნდათ, რომ მათ მთელი ნიუ-იორკი უყურებდეს“, – თქვა ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
აქციაში მონაწილე ქალები ტანსაცმლისგან „გათავისუფლებით“ მიღებული სიამოვნებისგან სიხარულს არ მალავდნენ: „მამაკაცებს შეუძლიათ მაისურის გარეშე სიარული, როცა ეს სურთ. ჩვენ რა დავაშავეთ? სწორედ ეს არის სქესების თანასწორობის გამოხატულება“.