მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით ოდესის ტუალეტების უნიტაზები გააფორმეს – ვიდეო

ოდესის „ანტიმაიდანის“ აქტივისტებმა ქალაქში უჩვეულო აქცია გამართეს. მათ ოდესის საზოგადოებრივი საპირფარეშოების უნიტაზები მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით გააფორმეს. აქტივისტებმა სააკაშვილის ფოტოები ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობის საპირფარეშოებშიც გააკრეს, რომლის ხელმძღვანელად ამჟამად სააკაშვილი მუშაობს.
„ჩვენ უკმაყოფილოები ვართ, რომ ოდესას არაადექვატური პირი მართავს. ჩვენ მისი პოპულიზმით უკმაყოფილოები ვართ. ოდესის მოსახლეობა ძალზე მგრძნობიარე ხალხია – ჩვენ შედეგები გვჭირდება. ვერანაირ რეალურ შედეგს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწია. ჩვენ მხოლოდ სიტყვათა უაზრო კორიანტელი გვესმის“, – განაცხადა ოდესის „ანტიმაიდანის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი კოლესნიჩენკომ.
რამდენიმე დღის წინ ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა აქციაც გაიმართა. ქალაქის ცენტრში მონუმენტი აღმართეს, რომელზეც აშშ-სპრეზიდენტს სააკაშვილი საყელურით ეკავა და ის ჰალსტუხს ღეჭავდა. აქციების ორგანიზატორები მათ შესახებ ფოტო და ვიდეო-მასალებს აქვეყნებენ და ამბობენ, რომ პროტესტს მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები