თავდასხმა რუსეთში – დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანიდან 5 მოზარდს ესროლეს

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ადგილობრივი სამართალდამცველები ავტომანქანას ეძებენ, რომლიდანაც უცნობმა პირმა 5 ადამიანის მიმართულებით ისროლა. ინციდენტი სუპერმარკეტ „გულვერის“ მიმდებარედ მოხდა. ავტომანქანა, რომელიც მოსკოვის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა, ახალგაზრდების ჯგუფს მიუახლოვდა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა ისე განახორციელა, რომ მოძრაობა არ შეუჩერებია. შემთხვევის შედეგად 18 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი 4 ახალგაზრდა მამაკაცი კი, რომელთა საშუალო ასაკი 18-დან 20 წლამდე მერყეობს, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ცნობილია, რომ თავდამსხმელები თეთრი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რამდენიმე თვითმხილველი უკვე დაკითხეს.

11892241_10205931118574783_5536291606720750790_n

11899766_10205931118614784_955509771464223043_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები