ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ქალი ემსხვერპლა

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით შემთხვევას 24 წლის ქალი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვანი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ქედის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი ბინაზე გაწერეს.

მომხდარის მიზეზს შსს-ს ქედის რაიონული პოლიცია იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები