სენაკში 60 წლამდე მამაკაცი ტურამ დაკბინა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი 60 წლამდე ასაკის რევაზ სახეიშვილი თხილის პლანტაციებში თხილის კრეფისას ტურამ დაკბინა. როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, გარეულმა ცხოველმა მას თხილის კრეფისას მკლავზე გუშინ საღამოს უკბინა. მამაკაცმა ტურა თავად მოიგერია.

მამაკაცი სენაკის იმუნიზაციის ცენტრში მკურნალობს, ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც “კვირასთან” საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურების გამოჩენის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც ადგილობრივებს პლანტაციებში გასვლის ეშინიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები