მამაკაცმა საკუთარი სახლი დაწვა – იგი მეზობლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანეს

გორის რაიონის სოფელ ატენში შუახნის მამაკაცმა საკუთარი სახლი დაწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული და სახურავი მთლიანად დაიწვა. მეხანძრეებმა პირველი სართულის გადარჩენა შეძლეს. თვითმხილელების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეზობლების დახმარებით, ის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები