ლვოვის ახალი პოლიციის უფროსის ავტომობილი გაძარცვეს

ლვოვის ცენტრში ახალი საპატრულო პოლიციის უფროსის იური ზოზულიას ავტომობილი გაძარცვეს. ბოტორმოქმედებმა მანქანის მინა ჩაამსხვრიეს და სამი კომპიუტერი მოიპარეს.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, პოლიციის წარმომადგენლები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ამასთანავე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ვარტა-1“-ის აღმასკომის თავმჯდომარემ იგორ ზინკევიჩმა ფეისბუქში დაწერა: ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ახალ უფროსს ლვოვში ბევრი საქმე ელის.

„აი ასე შეხვდა ლვოვი ზოზულიას. მისი მანქანებიდან კომპიუტერები მოიპარეს. ასე, რომ ახალ უფროსს ბევრი აქვს გასაკეთებელი“, – დაწერა ზინკევიჩმა.

ლვოვის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 26 წლის უმცროსი სერჟანტი იური ზოზულია რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე ის კიევის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მესამე ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები