ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პროვინცია ჰომსში მდებარე ერთ-ერთი მონასტერი გაანადგურა
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ცენტრალურ პროვინცია ჰომსში მდებარე ერთ-ერთი მონასტერი გაანადგურა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ათეულობით ქრისტიანი ექსტრემისტებმა ტყვედ აიყვანეს. ინციდენტი ქალაქ ქარიათეინში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, რადიკალური ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებმა მონასტერს ბულდოზერებით გადაუარეს.