ფოტოგამოფენა „81 ილი 81 ფერი“

     საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თურქეთის 81 ილის ამსახველი გამოფენა „81 ილი, 81 ფერი” გაიხსნება. გამოფენას გახსნის თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები ასახავს თითოეული ილის (ადმინისტრაციული ერთეული) სპეციალურად შერჩეულ ისტორიულ უბნებს, ბუნებრივ სილამაზესა და ტურისტულ ადგილებს.
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს 27 ქვეყანაში 33 ცენტრი აქვს. ორგანიზაცია, სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობის პარალელურად, აწყობს კულტურულ ღონისძიებებს და მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები