თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 1 – ელ ნოემბერს გაიმართება.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ერდოღანმა ქვეყანაში გარდამავალი მთავრობა შექმნა. მისი ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს დაევალა.

მიმდინარე კვირას თურქეთის მმართველმა სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ ნაციონალისტურ მოძრაობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, რაც მთავრობის ფორმირებისთვის არის აუცილებელი.

ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები