უკრაინა რამდენიმე დღეში დსთ-ს ძებნილთა ბაზიდან გამოვა

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, 24 აგვისტოდან ქვეყანა დსთ-ს დამნაშავეთა ძებნის ბაზიდან გამოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ეს ინფორმაცია შს მინისტრმა არსენ ავაკოვმაც დაადასტურა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის შესახებ ოთხი ხელშეკრულება მოქმედებს. რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ უკრაინას 25 დამნაშავე გადასცა, ხოლო უკრაინამ რუსეთს – 12 პირი, რომლებიც გამოძიებას ემალებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები