გროზნოში ორი ქალი ამორალური საქციელისთვის მოკლეს

გროზნოს ერთ-ერთი კაფეს ორი თანამშრომელი ქალბატონი „ამორალური საქციელისთვის“ მოკლეს. „ლაიფნიუსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები მკვლელობის ძირითად ვერსიად ამორალური საქციელისთვის შურისძიებას განიხილავენ. პოლიციის ცნობით, სამი ნიღბიანი ბოროტმოქმედი კაფეში შეიჭრა და მისი 55 წლის მეპატრონე და 45 წლის ოფიციანტი ქალი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები