ჩინეთში, ქიმიური ქარხნის აფეთქების ადგილზე ცეცხლის ახალი წყაროებია აღმოჩენილი
ქიმიური ქარხნის საწყობის აფეთქების ადგილზე, ჩინეთის ქალაქ ტანცზინში, სულ მცირე, აალების ოთხი წყაროა აღმოჩენილი. სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ცეცხლის ერთი წყარო ტრანსპორტირების ზონაში, ხოლო დანარჩენები აფეთქების ეპიცენტრის შიგნით არის აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, რომ აფეთქებების სერია ჩინეთის ქალაქ ტანცზინის სამრეწველო ზონაში 12, 15 და 17 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე მომწამლავი ნივთიერება ციანიდის ნატრიუმის ასობით ტონაა აღმოჩენილი. ხანძრის და აფეთქებების შედეგად 114 ადამიანი დაიღუპა და 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტანცზინში მდებარე საწყობები მესამე პირებზე იყო გაფორმებული.